მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება -ხატია დეკანოიძის შვილს დევნიან

უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება -ხატია დეკანოიძის შვილს დევნიან

Published on

ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, მათ შორის ჩემს 21 წლის შვილზე მიმდინარეობს , – ამის შესახებ ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, თვალთვალს კრიმინალური პოლიციის გლდანის განყოფილების თანამშრომელი ახორციელებს.

„კონკრეტული ფაქტი, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, კოსტავას და ყაზბეგის გამზირზე ჩემს შვილს სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ შავი მანქანიდან, რომლის ნომერიც გვაქვს და ჩემმა ოჯახის წევრებმა და ჩემი შვილის მეგობრებმა ამ მანქანის დაფიქსირება მოასწრეს. რამდენიმე დღიანი კვლევის შედეგად ამოვაგდეთ, რომ ეს მანქანა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს პეტრიაშვილს ეკუთვნის, რომელიც მუშაობს გლდანის განყოფილებაში“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, თვალთვალით, შანტაჟით და ფსიქოლოგიური ზეწოლით ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს.

„ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩემი მეგობრების და მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არაერთი გაფრთხილება, რომ მიმდინარეობდა მუდმივი ფარული თვალთვალი ჩემზე და ჩემს ოჯახის წევრებზე და ასევე, ამ ადამიანებისგან მიმდინარეობდა მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის ოჯახის წევრების უკანონო თვალთვალი ისჯება სისხლის სამართლის წესით. ამ ბინძური მეთოდების გამოყენებას რეპრესიული მართლმსაჯულების მეშვეობით ახდენს ხელისუფლება.

მე მინდა, საზოგადოებას და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ვუთხრა, რომ მე ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ძალიან კარგად გვაქვს გათვიცნობიერებული ვის ვებრძვით და რატომ არის ჩვენი ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ, თვალთვალით შანტაჟით და ფსიქოლოგიური ზეწოლით ეს ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს. მინდა. მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტონ ეს ზეწოლა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...