მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროკურატურა გადაცემა "რეალობის" წამყვანის ისევ გასამართლებას ითხოვს

პროკურატურა გადაცემა “რეალობის” წამყვანის ისევ გასამართლებას ითხოვს

Published on

მიუხედავად იმისა, რომ  ტელეკომპანია „ოდიშის“ წამყვანი ლევან თორია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მის მიმართ წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ ცნო, პროკურატურა  ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ  ლევან თორიას საქმეზე გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებს. სასამართლო 2019 წლის 27 დეკემბერს გაიმართა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ  არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, თორიას დამნაშავედ ცნობის შესახებ.პროკურატურამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება  სააპელაციო სასამართლოში  გაასაჩივრა.  უწყება მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება ლევან თორიას დანაშაული, რასაც პროკურორ ილია ტორუას თქმით, მოწმეთა ჩვენებები და გამოკვლეული ვიდეომტკიცებულებებიც ადასტურებს.

სასამართლო პროცესი ლევან თორიას საქმეზე ქუთაისის სასამართლოში 14 ოქტომბერს ჩაინიშნა, რომელიც დისტანციურად გაიმართება.

ლევან თორიას  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმე ეხება 2019 წლის 14 მაისს, დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტს, როცა ტელეკომპანია „ოდიშის“ გადამღები ჯგუფი დადიანების ეზოში გადაცემის ჩაწერას აწარმოებდა, სადაც იმყოფებოდნენ გადაცემაში მოწვეული სტუმრები, მათ შორის სანდრა რულოვსი და ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი მათ თავს დაესხა და მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.

სიახლეები

თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან, ბევრს შეეშინდება უკვე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება- ხაბეიშვილის დედა

"სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან და დატოვებენ პატიმრობაში დარწმუნებული...

იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა-პაპუაშვილი

ვისურვებდი, რომ სერიოზულად მიუდგნენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას ევროკავშირში ბრიუსელის ჩინოვნიკები, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, და...

,, ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა“ — ფიშერის პასუხი კალაძეს

თბილისის მერის, კახა კალაძის მწვავე განცხადებასა და გერმანიის მისამართით გაკეთებულ კრიტიკას საქართველოში გერმანიის ელჩი...

თავს დაესხნენ, თანხის მიღების მიზნით ფიზიკურად იძალადეს – შსს-მ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების...