მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპარლამენტო არჩევნებისთვის გერმანია საქართველოში 37 დამკვირვებელს გამოაგზავნის

საპარლამენტო არჩევნებისთვის გერმანია საქართველოში 37 დამკვირვებელს გამოაგზავნის

Published on

გერმანია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 37 დამკვირვებელს გამოაგზავნის.როგორც გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, დამკვირვებლების ნაწილი საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვა, მეორე ნაწილი კი ოქტომბრის ბოლოს.

“ვიმედოვნებ, გვეყოლება ODIHR-ის სრული სადამკვირვებლო მისია, სამასზე მეტი დამკვირვებლით იმისათვის, რომ ამ არჩევნებს სათანადოდ დავაკვირდეთ. ეს არჩევნები, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მოსდევს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებითაც შეიცვალა საარჩევნო სისტემა. ამრიგად, უკეთესი შანსი აქვთ შედარებით მცირე პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში. ყველა საელჩო, თქვენს მიერ დასახელებულების ჩათვლით, გულდასმით აკვირდება საარჩევნო კამპანიას და პარტიების აქტივობებს”, – განაცხადა ქნირშმა.

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...