მთავარისიახლეებისაზოგადოება"რუსთავი-2-ის" შიდა თათბირის ჩვენებას ეთერში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა თავად რუსთავიორელებს შორის

“რუსთავი-2-ის” შიდა თათბირის ჩვენებას ეთერში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა თავად რუსთავიორელებს შორის

Published on

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2-ის" შიდა თათბირის ჩვენებას ეთერში, ფაქტობრივად დაუმონტაჟებლად არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა როგორც ფართო საზოგადოებაში ისე თავად რუსთავიორელებს შორის.
ვისთვის ეს ,,ბინძური თეთრეულის გამოფენაა'', ვისთვის სავსებით ადეკვატური ნაბიჯი: ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენის – კოლექტივისთვის მედიის გადაცემის პროცესის გასაჯაროება. 
 
მათ შორის, ვისაც წილების გაყოფის ამ სახით გასაჯაროება არ მოეწონა, ცნობილი ტელესახეებიც არიან, მათი რეაქცია მკვეთრია:
ნანუკა ჟორჟოლიანი:  "ვაი, რა ცუდი საყურებელია რაც რუსთავი 2-ზე გადის.
ლეილას, რომელსაც სოციალური დამხმარება შეუწყვიტეს, თამუნას, რომელსაც წამლების ფული არ აქვს, მამამ, რომელმაც ყაჩაღების მოკლული შვილი დაკრძალა, დოდოს, რომელსაც მავთულხლართი გაუვლეს, რუსთავი 2-ის ეთერში უნდა საკუთარი პრობლემების მოსმენა და არა შიდა ინტრიგების. თუ მეტყვით, რომ ისიც არის არხზე, გკითხავთ, გარჩევა, ვის რამდენი პროცენტი შეხვდება, მერე ეს პროცენტი რამდენს დაწერს, ვინ როგორ იხეირებს ეთერში უნდა გადიოდეს?
როცა საცვლებს გარეთ ცოლ-ქმარი ფენს არის საშინელი სანახავი და მე ახლა, რუსთავი 2-ის ეთერში ვუყურებ გამოფენილ საცვლებს. თან დასვრილს.
ეს არ არის სიმართლე რასაც მაყურებელი ხედავს. იმიტომ რომ არიან ადამიანები ( ძალიან ბევრნი და მაყურებელი მათ უფრო კარგად იცნობს) რომლებიც არ ეთანხმებიან იმას, რაც ახლა რუსთავი 2-ის ეთერში გადის.
და ამ მასალის ეთერით გაშვება დარწმუნებული ვარ არ მოსწონს ბევრ რუსთავი 2-ელს.
ჩასაფრებულები იტყვიან, რომ ციხე შიგნიდან გატყა. წილებს საჯაროდ იყოფენო. სხვა კი არაფერი უნდოდა იმ ბრძენ კაცს. (მართლა ბრძენია მგონი.)
მეც მოვხვედრილვარ მო-თუ მეწილეთა სიაში. არ მინდა არანაირი წილი, არცერთი მხარის. მინდა ვიყო წამყანი, დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც 12 წლის სტაჟის მიუხედავად, მფლობელს არ ვეუბნები მომცეს ის, რაც მას ეკუთვნის. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვას) ხვალ, სხვა კომპანიაში რომ დავიწყო მუშაობა, კომპანიის მფლობელს არ მინდა გაუჩნდეს შიში რომ როდესმე მის საკუთრებას ავახევ.
მოკლედ, არანაირი წილი არ მინდა. არავისი. "წილები გადმომიფორმეს" და მაგიდაზე ხელების ბრახუნის დრო ხომ წარსულს ჩაბარდა 
და არც საკუთარ საცვალს მინდა ვხედავდე ეთერში…", – წერს 
 
ვანო ჯავახიშვილი: სამწუხაროა, რომ ასე ცალმხრივად შუქდება მთელი ეს პროცესი. ასევე სრულიად მიუღებელია, რომ ჩვენს დაუკუთხავად საუბრობენ ჩვენი სახელით. ადგენენ რაღაც სიებს და პირდაპირი ეთერის საშუალებით გვეპატიჟებიან თათბირზე, არც ეს მგონია მაინცდამაინც სწორი ფორმა, თანამშრომლებთან ურთიერთობის.
ზოგადად კი, მგონია რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას, მინიმუმ ის მეორე მხარეც უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მიუთითებ, თუ როგორ გაგინაწილოს რამდენიმე მილიონად შეფასებული საკუთარი ქონება, ხოლო ამ შიდა თათბირის ეთერში გაშვება კი ძალიან კომიკური და არხის იმიჯისთვის დამაზარალებელია!"
 
განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს სოციალურ ქსელში  თენგო გოგოტიშვილი: 
,, უამრავი ადამიანი ღიად თუ "პირადში" დაინტერესდა  ჩემი პირადი პოზიციით რ2-ის პროცენტების გაყოფისადმი. ამიტომ ავხსნი ძალიან მოკლედ:
1. მფლობელებმა და მენეჯერებმა დაიწყეს ძალიან ჯანსაღი პროცესი. 
2. არ ვიცი, რამდენად ამართლებს ამ პროცესის ტრანსლირება- მე მეხამუშება. შეიძლება იმიტომაც, რომ მსოფლიო ტვ-ისტორიაში ასეთი არავის არაფერი გაუკეთებია 
3. წილი, როგორც გავიგე, არ მომცეს. რომ მოეცათ, შეძლებისდაგვარად ზრდილობიანად ვიტყოდი უარს, რადგან ბევრ სხვა, თქვენთვის შეიძლება სრულიად უცნობ ადამიანს, გაცილებით მეტი ამაგი აქვს რ2-ზე, ვიდრე მე.
4. ამ პროცესის ასე საჯაროდ განხილვა ამდენი ადამიანის ჩართულობით საბუთია – საზოგადოებას აინტერესებს და სჭირდება რ2.
5. თუ ვინმე თანამშრომელი, თუნდაც თქვენი მონა-მორჩილი, რაღაცაში არ ეთანხმება მენეჯერებს და დისკუსია თქვენს თვალწინ მიდის, ძალიანაც ნუ გიკვირთ. რ2 არ არის რაიკომი ან საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც იდეებს თავებში ვიღაცის სმს-ებითა და "მეილებით" უტენიან. ამ ტვ-ში ცოცხალი ადამიანები მუშაობენ და კარგია, თუ პრობლემის დანახვა სხვადასხვა მხრიდან შეუძლიათ.
6. კრებას არ ვესწრებოდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექიმის ცნობას აქ ნუ მომთხოვთ, არ მაქვს.''
 

კომპანიის გენდირექტორი ნიკა გვარამია ნანუკა ჟორჟოლიანს, ვანო ჯავახიშვილს, მაია ასათიანს და "სხვა რუსთავიორელებს, ვისაც პროცესი არ მოეწონათ"  პასუხობს:
"… რ2 ელებს, ვისაც ეს პროცესები არ მოგეწონათ: პატივს ვცემ თქვენს პოზიციას. არავითარ ხინჯად არ მაქვს ჩარჩენილი გულში არც მე და დარწმუნებული ვარ, არც სხვას. თქვენ თუ თავისუფლად არ გამოთქვით თქვენი აზრი, რ2- ის თავისუფლება რაღაა მაშინ? 
ერთი გუნდი ვართ, და იმით ვართ ძლიერი, რომ აზრის გამოთქმის არ გვეშინია. უბრალოდ, უმრავლესობა წყვეტს, რაც სხვებს აზრის გამოთქმის უფლებას ვერამც და ვერამც ვერ წაართმევს!  წარმატებები ყველას ჩვენ ერთად!".- წერს იგი თავის ფეისბუქგვერდზე. 
 
 

სიახლეები

ტრამპის თქმით, ომის შემდეგ აშშ უკრაინას “მშვიდობის შენარჩუნებაში” დაეხმარება

Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 6 პირი დააკავეს

თბილისში, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...