მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილის ,,ქრისტეანული''სიზმრები თუ კოშმარული ხილვები

ირაკლი ღარიბაშვილის ,,ქრისტეანული”სიზმრები თუ კოშმარული ხილვები

Published on

“მიშისტი”, მიშას ამომრჩეველი უკვე სექტანტად გადაიქცა. ჩვენ ვუყურებთ, როგორ მცირდება მისი ამომრჩეველთა რაოდენობა და ყალიბდება საშიშ სექტად. ამ სექტის წარმომადგენლები იყვნენ იგივე მელია და სხვები, რომლებიც პარლამენტის აღებას ლამობდნენ”. განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე პალიტრანიუსის ეთერში.

მიხეილ სააკაშვილი არა თუ ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, არამედ ვერ დარჩება აქტიურ პოლიტიკაში. თუ რატომ, ამას ვიხილავთ არჩევნების შემდეგაც. ეს ადამიანი, რომელმაც უზარმაზარი ნგრევა, ზიანი და ტერიტორიების დაკარგვა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, რომელმაც შეარცხვინა ჩვენი ხალხი, ჩვენი ჯარი და შეურაცხყოფა მიაყენა მომავალ თაობას, ჩიხში შეიყვანა, ახლო პერსპექტივაში ტერიტორიების დაბრუნების შანსიც კი მოუსპო, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას.

ეს არის უდიდესი სიბრიყვე, ვინმემ, რომელიმე ჭკუათმყოფელმა დაიჯეროს, რომ ეს სულელი კაცი შეძლებს საქართველოში დაბრუნებას. როგორ უნდა დაბრუნდეს? ის არის ძებნილი, გასამართლებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მართლმსაჯულების მიერ. ჭკვიანმა, გონიერმა ადამიანმა, როგორ შეიძლება ამ მართლაც სულელ, მანიაკ ადამიანს დაუჯეროს. ეს ხომ იგივეა, ქრისტიანმა ეშმაკის აღსარება და ბოდიში დაიჯეროს.


სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...