მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რესპუბლიკელებმა გადავწყვიტეთ, ნაციონალურ მოძრაობასთან გავერთიანდეთ საარჩევნო ბლოკში''

,,რესპუბლიკელებმა გადავწყვიტეთ, ნაციონალურ მოძრაობასთან გავერთიანდეთ საარჩევნო ბლოკში”

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პარტია ევროპული დემოკრატები და პროგრესი და თავისუფლება საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძალა ერთობაშიას სახელით მიიღებენ მონაწილეობას. 

“ძალა ერთობაშია არათუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა. ახალი რესურსი შეემატა, მათ შორის ინტელექტუალური და პირობას გაძლევთ, რომ ეს გაერთიანება რომელიც 2018 წელს შეიქმნა, გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს”. – თქვა ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ. 

რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ პოლიტიკა პრინციპები და ღირებულებებია. 

“რესპუბლიკელებმა გადავწყვიტეთ, ნაციონალურ მოძრაობასთან გავერთიანდეთ საარჩევნო ბლოკში – ძალა ერთობაშია, რადგან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს. ამ ძალის განადგურებაზე საუბრობენ პრემიერები, თავდაცვის მინისტრები, რადგან ისინი ახმოვანებენ ბიძინა ივანიშვილს. გავერთიანდით, რათა რესპუბლიკელებმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რათა ამ არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ახალი, ძლიერი კოალიციური მთავრობა”. – თქვა სამნიძემ. 

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...