მთავარისიახლეებისაზოგადოებაკუბოები მთავრობის სახლთან - საზოგადოება აგრესიული მძღოლების მიმართ „ნულოვან ტოლერანტობას“...

კუბოები მთავრობის სახლთან – საზოგადოება აგრესიული მძღოლების მიმართ „ნულოვან ტოლერანტობას“ მოითხოვს

Published on

 ”ინტერპრესნიუსის”  ცნობით, მცირე ხნის წინ  დასრულდა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია, რომელიც პარლამენტის შენობის წინ გაიმართა  სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით, . აქციაზე სიმბოლურად განთავსდა ბანერები, პოსტერები და ჩასასვენებელი იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველოს გზებზე ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება, 9 ათასზე მეტი კი, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებს იღებს. 
 
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კახა აფციაურმა განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მან მეუღლე დაკარგა და მოუწოდებს ხელისუფლებას, საკითხისადმი მეტი ყურადღება გამოჩინოს. კახა აფციაურის განცხადებით, გარდა სახელმწიფოს ჩარევისა, მნიშვნელოვანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაც.
 
”8 აგვისტოს, ხუდადოვზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ჩემი მეუღლე და ნათესავი ემსხვერპლა. ეს არის ტრაგედია, რომელიც მთლიანად ცვლის ადამიანების ცხოვრებას. მე პროფესიით, ავტომრბოლელი ვარ და მინდა გითხრათ, რომ მრბოლელები მომთმენი ადამიანები არიან, ხოლო ის, ვინც ვერ ითმენს, სიჩქარეს აჭარბებს, ავადმყოფია. მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ შეიცვალოს თვითშეგნება, დავფიქრდეთ, ავტომობილის მართვის დროს. ხელისუფლებამ უნდა გაამკაცროს კანონი. ჩვენ ვერ გვექნება პრეტენზია ევროპელობაზე, თუ თვითშეგნება და შესაბამისი კანონმდებლობა არ გვექნება”, – განაცხადა კახა აფციაურმა.
 
აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხი და აგრესიული მძღოლების მიმართ გამოცხადდეს „ნულოვანი ტოლერანტობა“. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ. 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...