მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 124 აჭარას, 20 კი თბილისს უკავშირდება

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 124 აჭარას, 20 კი თბილისს უკავშირდება

Published on

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 ბათუმს, 20 კი თბილისს უკავშირდება.

„ქვეყანაში გუშინ იყო 2392 შემთხვევა, დაგვემატა 170 და გახლავთ 2562. 170 ახალ შემთხვევაზე მინდა, ორნაირი ახსნა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50  მოგზაურობის ისტორიით, ოთხი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

რეგიონების მიხედვით 170 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი – 124, თბილისი – 20, იმერეთი, ქუთაისი – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – ექვსი, გურია, ოზურგეთი – სამი, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – სამი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი – ერთი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 11-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი და ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 1154 პაციენტი მკურნალობს.

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...