მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ ზუგდიდელი ახალგაზრდა მამაკაცი

ვინ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ ზუგდიდელი ახალგაზრდა მამაკაცი [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, შუახნის მამაკაცი,  რომელსაც თავის არეში დაზიანებები, სავარაუდოდ, ქვითა და სხვა ბლაგვი საგნით  მიაყენეს, გარდაიცვალა. მას ზუგდიდის საავადმყოფოში ორი ოპერაცია  ჩაუტარდა,   რის შემდეგაც  თბილისში კლინიკა “ჯერარსში” გადაიყვანეს, თუმცა პაციენტი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.  გარდაცვლილი სოფლებში თხილს იბარებდა და შემდეგ ქარხანას აბარებდა.  როგორც ირკვევა დაპირისპირება უვარგის თხილს მოყვა, რომელიც მას მოქალაქემ მოუტანა. ირაკლი ჭკადუამ თხილი არ ჩაიბარა,სწორედ ამის შემდეგ  დაიწყო დაპირისპირება, ხოლო მეორე დღეს საქმის გარჩევები, რა დროსაც ჭკადუას 4 ადამიანი დაუპირისპირდა. ინციდენტში მონაწილე პირებმა გარდაცვლილის  წინააღმდეგ ჩხუბში ქურდული სამყაროს წარმომადგენლები  ჩარიეს. დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილეა ირაკლი ტორუა, ხოლო მეორე  დიმა  წოწერია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ხშირად მონაწილეობს ქუჩურ გარჩევებში და “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერია, რომელსაც ხელისუფლება უკანონო დავალებების შასასრულებლად იყენებს, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. აღსანიშნია, რომ ის არის ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა წოწერიას ნათესავი.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება 9 სექტემბერს მოხდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ინციდენტში მონაწილე ორი პირი,  თუმცა დანარჩენ ორის ვინაობა არ ხმაურდება. მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  დაკავებულები ქუთაისის საპატიმროში იმყოფებიან.გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები დაკავებულების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ცხედარი თბილისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, ხოლო საღამოს სოფელ შამგონაში მოასვენებენ. მას ორო შვილი დარჩა.

სიახლეები

დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე

დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა – დაშავებულია 6 ადამიანი

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა, დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 4 -...

Isfed- “ოცნების” მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შექმნეს

სამართლიანი არჩევნების ცნობით, გამოავლინეს კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, "რომელიც სოციალურ მედიაში პარტია ქართული ოცნების ლიდერების...