მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში ნარჩენის დაყრისთვის ქვეითი ინსპექტორები მოქალაქეებს დააჯარიმებენ

თბილისში ნარჩენის დაყრისთვის ქვეითი ინსპექტორები მოქალაქეებს დააჯარიმებენ

Published on

თბილისში, 3 აპრილიდან, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩდებიან..ინსპექტორები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ.  როგორც თბილისის მერია იუწყება აღნიშნულთან დაკავშირებით „თბილსერვის ჯგუფის“ სათავო ოფისში შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეითმა ინსპექტორებმა მომავალი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს. 
”მომავალი კვირიდან კი დაიწყება ქვეითი ინსპექტორების გადამზადება, რომლის ფარგლებშიც ისინი „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი სამსახურების მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსებს დაესწრებიან.პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...