მთავარისიახლეებიპოლიტიკაუშიშროების საბჭოს სხდომა არასრული შემადგენლობით ჩატარდა

უშიშროების საბჭოს სხდომა არასრული შემადგენლობით ჩატარდა

Published on

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი პირველი დღეს საქართველოს პრემიერი მივიდა.გიორგი კვირიკაშვილის გარდა, ქვეყნის პირველი პირის მიერ მოწვეულ შეხვედრას ძალოვანი გუნდიდან ლევან იზორია, გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდნენ. არასრული შემადგენლობით პრეზიდენტის სათათბირო ორგანომ დღეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, ბრუსელის მოახლოებულ სამიტზე საქართველოს შანსები განიხილა.დღევანდელ სხდომას არ დასწრებია საგრეო უწყების ხელმძღვანელი. მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. ავლაბრის სასახლეში დღეს არც პარლამენტის თავმჯდომარე მისულა. პარლამენტის სპიკერის გარდა, დღევანდელ შეხვედრას არც საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი დასწრებია.უშიშროების საბჭოზე მისი წევრების მისვლა არ მისვლის საკითხი განხილვის თემა იყო დღეს პარლამენტის ოპოზიციასა და უმრავლესობის იმ წევრების მიერაც, რომლებიც საბჭოს შემადგენლობაში არ შედიან.პრეზიდენტის სასახლეში დღეს არც შინაგან საქმეთა მინიტრი და არც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფებოდა. გიორგი მღებრიშვილი მივლინებით ბრუსელში იმყოფება, ვახტანგ გომელაური კი, შეერთებულ შტატებში.
 
 
 
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....