მთავარისიახლეებიპოლიტიკაუგულავა წერტილებს სვამს

უგულავა წერტილებს სვამს

Published on

როდესაც ადამიანებს შიათ, ქვეყანაში არის უბედურება, მეასეხარისხოვანია, ვინ რა თანამდებობისთვის იბრძვის.

ჩვენ უნდა გვესმოდეს მთავარი რამ, თუ ქვეყანაში არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები, ჩამოგვენგრევა ეკონომიკა. 80 000 ბავშვი, ოფიციალური სტატისტიკით, არის შიმშილის ზღვარზე, 60%-ით არის გაზრდილი საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებზე ფასები, ლარი ბენ ჯონსონივით გარბის, კარგა ხანია უკვე სამს გადაცდა.

აბსოლუტური განუკითხაობაა რეგიონებში, კრიმინალი, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონებში, ყვავის…

ამ ვითარებაში აბსოლუტურად არარეალისტურია მიხეილ სააკაშვილის პრემიერობა 2020 არჩევნების შემდეგ – წერტილი. რადგან ამაზე არც საზოგადოების და არც პოლიტიკური კონსესუსი არ არსებობს. – განაცხადაამბობს ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ გუშინ, 8 სექტემბერს.

ამრიგად უგულავა წერტილს სვამს, მაგრამ შავმა ტუშმა გადღაბნაც იცის და სახიფათოა მისი პოლიტიკური სახე უფრო გალუფხოს ვიდრე იმისა, ვისაც ასე ისტერიულად უპირისპირდება .

სიახლეები

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...