მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსული მედიის ფეიკნიუსი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ "საქართველო რუსეთის მიმართ პროვოკაციებით სარგებელს ნახულობს"

რუსული მედიის ფეიკნიუსი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ “საქართველო რუსეთის მიმართ პროვოკაციებით სარგებელს ნახულობს”

Published on

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, რუსულ სამთავრობო მედიაში საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორების აშშ-ისა და ევროკავშირის შესახებ მორიგი ფეიკნიუსი გავრცელდა .

განცახდების თანახმად, პრო სახელისფლებო პროპაგანდისტულ პორტალზე, gosnovosti განთავსდა სტატია სათაურით — “საქართველო რუსეთის მიმართ პროვოკაციებით სარგებელს ნახულობს”.

განცხადებაში ვკითხულობთ:

“სტატიაში მოყვანილია არარსებული და გამოგონილი წერილი, რომელიც, თითქოს, ევროპული ცხოვრების წესის მხარდამჭერი კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა საქართველოს პრეზიდენტს მისწერა.

გაყალბებულ წერილში მარგარიტის შინასი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილ პირთა ბანაკის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

აღმაშფოთებელია რუსული მხარის კიდევ ერთი მცდელობა, მოხდეს საქართველოს ხელისუფლებისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მისი ურთიერთობების საერთაშორისო დონეზე დისკრედიტაცია.

ცრუ ინფორმაციის გავრცელებით რუსული მხარე, ასევე, ცდილობს, საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, მასში გააღვივოს ანტიდასავლური განწყობები და შექმნას ცრუ საფრთხის მოლოდინი მეგობარი და მეზობელი ქვეყნების მხრიდან.

მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში, მკაცრად დაგმონ რუსული მხარის აღნიშნული პროვოკაციული მცდელობები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის ხელის შეშლას”

სიახლეები

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში...