მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ საკაშვილი: ,,ვინც არ უნდა იყოს ვორონენკოვის მკვლელობის შემსრულებელი, ჩემთვის უეჭველია, რომ...

მიხეილ საკაშვილი: ,,ვინც არ უნდა იყოს ვორონენკოვის მკვლელობის შემსრულებელი, ჩემთვის უეჭველია, რომ დამკვეთი ვლადიმერ პუტინია”

Published on

კიევის ცენტრში რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი  მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო РИА ავრცელებს. 
 
სამართალდაცველების განცხადებით, მკვლელმა, სულ მცირე, ორჯერ გაისროლა, აქედან ერთი ტყვია ვორონენკოსთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. 
პოლიციამ ეჭვმიტანილი მალევე დააკავა. სამართალმდაცველები ვარაუდობენ, რომ მას შეიძლება თანამზრახველებიც ჰყავდეს.
კიევის პოლიციის სამმართველოს უფროსი იური ლუშენკო მკვლელობის შეკვეთის ვერსიაზეც ლაპარაკობს. ამ ვერსიას იზიარებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.
 
კიევის ცენტრში მოხდარ მკვლელობას საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება:
 
,,ვინც არ უნდა იყოს ვორონენკოვის მკვლელობის შემსრულებელი, ჩემთვის უეჭველია, რომ დამკვეთი ვლადიმერ პუტინია. მე ვიცნობ პუტინს, მე ბევრჯერ ჩამიხედავს მისთვის თვალებში, მათ შორის ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგაც – პუტინი მკვლელია და დიდი სიამოვნებით კლავს. 
ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ, რატომ აძლევენ ,,მამაცი’’ დამცვლები გონჩარენკო და გერაშჩენკო ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებიდან საშუალებას ამ სერიულ მკვლელს – პუტინს თავისუფლად იმოქმედოს კიევის ცენტრში? '' – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე
 

სიახლეები

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...