მთავარისიახლეებიპოლიტიკანამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა...

ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას – საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა

Published on

რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას, ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას – საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში 31 ოქტომბრის არჩევნებზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“31 ოქტომბერს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები – ეს არის არჩევნები იმისა, ვიქნებით მუდმივად თუ არა სიღარიბეში, ეს არის ყოფნა-არყოფნის არჩევნები …მთავარი რაც ჩვენ გვინდა არის მშვიდობა და სამართლიანობა”- ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ბოდიშს კიდევ ერთხელ უხდის და მისი ხელისუფლებისდროინდელ შეცდომებზე საუბრობს – ბევრ რაღაცაში ვიყავით ხისტი და უსამართლო, ეს ტენდენცია გაუარესდა და გაგრძელდა – ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, მან საკუთარ თავზე გამოსცადა რას ნიშნავს უსამართლო სასამართლო და აღნიშნა, რომ სისტემაში რეფორმები უნდა გატარდეს. სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში უნდა ჩამოვიდნენ უცხოელი მოსამართლეები, ასევე შსს-ს პოლიციის ფუნქცია ფორმალურად უნდა დარჩეს, ხოლო სასჯელაღსრულება უნდა გამოეყოს იუსტიციას და მისი ხელმძღვანელი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, ოპოზიციის ხელში უნდა გადავიდეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა.

მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრისას თქვა, რომ ის მდგომარეობა, რომელიც ახლა ქვეყანაშია, თუ კიდევ გაგრძელდება, 5 წელიწადში მოსახლეობა 1 მილიონამდე შემცირდება და ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დადგება.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...