Published on

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ადგილობრივი ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციითინფორმაციით, 58 წლის ბიზნესმენი რუსეთის მოქალაქეა, ცხოვრობს და ბიზნესსაქმიანობას ეწევა სოჭში,ცოტა ხნის წინ კი, სოფელ საბერიოში აიშენა სახლი და მშობლიურ სოფელში პერიოდულად ჩადის.

გალის ადმინისტრაციის ყოფილი დე ფაქტო ხელმძღვანელი, თემურ ნადარია მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს.მისი თქმით, 2015 წლიდან ეს რაიონში მომხდარი პირველი გატაცებაა. ნადარაიას მიაჩნია, რომ თავდამსხმელები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შესაძლოა, ადგილზე დამხმარეებიც ჰყავდეთ. ამის შესახებ ნადარაია თავის ფეისბუქგვერდზე წერს.

,,ეხო კავკაზას” წყაროს ცნობით, სოსელია ხუთ სექტემბერს, 22:00 საათისთვის გაიტაცეს. მისი ავტომობილი ოთხმა შეიარაღებულმა პირმა გააჩერა, რის შემდეგაც ისინი შიგნით ჩასხდნენ და სოსელია აიძულეს, ენგურჰესისკენ — საოკუპაციო ხაზის მიმართულებით წაეყვანა მანქანა. თუმცა, გამოცემის ცნობით, გზაზე სოსელიამ ავტომობილი სხვა მიმართულებით იმ იმედით შეაბრუნა, რომ მას ვინმე შეამჩნევდა და დაეხმარებოდა. მედიის წყაროს თქმით, როცა თავდამსხმელებმა მანქანის სხვა გზით სვლა შეამჩნიეს, სოსელიას გონების დაკარგვამდე სცემეს. ამის მოწმე კი ენგურჰესის ორი თანამშრომელი გახდა, რომლებიც ადგილზე დახმარების აღმოსაჩენად მივიდნენ. წყარო იტყობინება, რომ თავდამსხმელებმა თვითმხილველებიც სცემეს და ტელეფონები წაართვეს. სოსელია კი ისევ მანქანაში ჩასვეს და ტყვარჩელის მიმართულებით წაიყვანეს. ეხო კავკაზას წყარო ირწმუნება, რომ თავდამსხმელები მეგრულ-ქართულად საუბრობდნენ. მისი ცნობითვე, დასისხლიანებული მანქანა ტყვარჩელის რაიონში, აჭაკაში მიმავალ გზაზე აღმოაჩინეს. გატაცებულის ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მათთან აღნიშნულზე შეტყობინება, ჯერჯერობით, შესული არ არის

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...