მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

Published on

პაციენტი, რომელსაც სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსი დაუდასტურდა, გუდაუთის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა, – ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, 4 სექტემბერს, 74 წლის პაციენტი სოხუმის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი მისი გუდაუთის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ტრანსპორტირების დროს პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, იგი გუდაუთის ცენტრალური რეგიონალური საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია ე.წ. ოპერატიული შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, პანდემიის გავრცელების დროიდან, საერთო ჯამში, კორონავირუსის 516 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 157 და დაღუპულია 5 ადამიანი.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...