მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი

Published on

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ  1 302 – ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 144 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292.

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...