მთავარისიახლეებიპოლიტიკაადამ კინზინგერი: "შეშფოთებული ვარ ზოგიერთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, თითქოს აჭარა თურქეთის...

ადამ კინზინგერი: “შეშფოთებული ვარ ზოგიერთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, თითქოს აჭარა თურქეთის ოკუპაციის საფრთხის ქვეშაა”

Published on

ამერიკელი კონგრესმენის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის განცხადებით, ის შეშფოთებულია თურქეთის ოკუპანტად წარმოჩენის მცდელობით და ამას რუსეთის მცდელობადაც აფასებს. განცხადებაში ის პატრიოტთა ალიანსის მიერ აჭარაში განთავსებულ ბანერს ეხმიანება, სადაც აჭარა ოკუპირებულ რეგიონად იყო წარმოჩენილი.

“შეშფოთებული ვარ ზოგიერთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, თითქოს აჭარა თურქეთის ოკუპაციის საფრთხის ქვეშაა. ეს სისულელეა, თურქეთი საქართველოსთვისაც და ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მე ვფიქრობ, რომ ეს გზავნილი არის რუსეთის მცდელობა, საქართველოს ტეროტორიების ოკუპირებიდან ყურადღება გადაიტანოს და ჩაერიოს მომავალ მნიშვნელოვან არჩევნებში. მოვუწოდებ ყველა პარტიას, გაასაჯაროვონ უცხოური ფინანსური მხარდაჭერების ვინაობა და თავი შეიკავონ საფრთხის შემცველი რიტორიკისგან”, — წერს კონგრესმენი twitter-ზე.

ადამ კინზინგერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში თავისუფლად და სამართლიანად ჩაივლის და ქართველი ხალხი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას.

ცოტა ხნის წინ პატრიოტთა ალიანსი ანტიეროვნულ ქმედებებში დაადანაშაულეს, როცა ისინი ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდნენ დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის დახმარებით. გარდა ამისა, რუსულმა საგამოძიებო პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტია წინასაარჩევნოდ კრემლიდან ფინანსდება

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...