მთავარისიახლეებისაზოგადოებახობში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

ხობში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

Published on

ხობში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით სამინისტროს სოფელ თორსა-დღვაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მუნჩიაზე სავარაუდოდ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთას მკვიდრი, ორ უცნობ პირთან ერთად, აკრძალული საშუალებით – თვითნაკეთი ელექტროშოკის აპარატით, ე.წ. „პილინგით“ თევზაობდა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სავარაუდო დანაშაულის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ, თუმცა ადგილზე სავარაუდო სამართალდამრღვევები აღარ დახვდათ. ზარის ინიციატორების ინფორმაციით, ბრაკონიერები დანაშაულის ადგილიდან ავტომანქანით მიიმალნენ.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა. საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...