მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად და ფაქტორად მიხეილ სააკაშვილი მიმაჩნია - დავით...

საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად და ფაქტორად მიხეილ სააკაშვილი მიმაჩნია – დავით საყვარელიძე

Published on

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე მედიისთვის რამდენიმე დღის წინ მიცემულ კომენტართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მისი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

როგორც დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ის საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად და ფაქტორად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიიჩნევს. მეორე მხრივ, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე გიორგი ვაშაძეზეც საუბრობს და დარწმუნებით აცხადებს, რომ მისი ნათელი გონება და ენერგია საქართველოს სიბნელიდან გამოყვანას და აღმშენებლობას მოხმარდება.

„საჭიროდ ჩავთვალე, განვმარტო ის, რაც ჩემთვის 2+2-ია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ პარტია არ იყო და არც მომავალში იქნება. ენმ-ში ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და მერგო პატივი, ძალიან რთულ წლებში, ბევრ ღირსეულ ადამიანთან ერთად მხარდამხარ მებრძოლა. სიმართლე გითხრათ, არც ახლა და არც აქედან შემიწყვეტია საქართველოსთვის ბრძოლა. ენმ-მა და მისმა ლიდერმა შეძლო შეექმნა საქართველოს ისტორიაში პორველი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს პირველი ჩანასახი და ახლაც, ამდენ ქარცეცხლგამოვლილი, რჩება საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად და ფაქტორად.

კომენტარში ვთქვი და კიდევ ერთხელ აქაც გავიმეორებ, რომ საპარლამენტო სისტემაში, პარლამენტში ხმათა უმრავლესობის მომპოვებელ ნებისმიერ პარტიას უფლება აქვს დააყენოს პრემიერ-მინისტრის თავისი კანდიდატურა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პოლიტიკური ძალა სწორედ ენმ იქნება. შესაბამისად, დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებას, არც ისე შორია.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძეs , ის მოადგილე  ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ამ ურთიერთობას ძალიან ვაფასებ და ვუფთხილდები. ძალიან მინდა და დარწმუნებულიც ვარ, მისი ნათელი გონება და ენერგია საქართველოს სიბნელიდან გამოყვანას და აღმშენებლობას მოხმარდება. აქვე გავიმეორებ, რომ მასაც წარმატებას ვუსურვებ თავის გუნდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, სწორ მხარეს დადგება. საქართველოში მალე გათენდება“, – წერს დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში.

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...