მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილი: ძალიან კარგად ვიცოდი, როგორ ქვეყანაშიც მოვდიოდი.

მიხეილ სააკაშვილი: ძალიან კარგად ვიცოდი, როგორ ქვეყანაშიც მოვდიოდი.

Published on

 

უკრაინის ხელისუფლება დღეს სრულიად პარალიზებულია და საჭიროა რეორგანიზაცია უკლებლივ ყველა დონეზე. თავისთავად, შესაცვლელია ხელისუფლება, ამის შესახებ ტყუილს ვერც ვიტყვი- განაცხადა ოდესის გუბერნატორმა 5 სექტემბერს უკრაინული ტელემაუწყებლობის, მე-5 არხის გადაცემაში,სადაც უკრაინის ხელისუფლების კორუფციასა და აუცილებელი რეფორმების შესახებ ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, -არ იცოდით, სად მოდიოდით?- სააკაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან კარგად იცოდა, როგორ ქვეყანაშიც მიდიოდა. 

"მე ვაცნობიერებდი, რომ უკრაინას მთელი მსოფლიოსთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ სხვანაირად, უკეთესადაც შეუძლია ცხოვრება და მეც დავნებდი მათ სურვილებს, ჩავერთე ამბების გარჩევაში და მინდა ვაღიარო, რომ, დიახ, მე თავს მოტყუებულად ვგრძნობ. ისინი სულ იტყუებიან, მეც სულ მატყუებენ. მე ვისმენ ტყუილებს ყოველ დღე და მიწევს მათთან გამკლავება. თვითონ სისტემა არის დანგრეული და არ მუშაობს. უბრალოდ წყაროები შეიცვალა, თორემ ხალხი, ვინც თანამდებობზე ისხდა, იგივე დარჩა.''

შეგახსენებთ, ურთიერთობა უკრაინის პრემიერ მინისტრ არსენი იაცენიუკსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ბოლო დროს განსაკუთრებით დაიძაბა. უკრაინის პრეზიდენტის  პოროშენკოს განცხადებით, ამის საფუძველი არა პირადი ინტერესები, არამედ უკრაინის გზის განსხვავებული ხედვებია. ამ კონტექსტში   საყურადღებოა უკრაინული ტელეარხ – 24 -ის საიტზე  ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 57 % უკრაინის პრემიერ – მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ისურვებდა. 


 

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...