მთავარისიახლეებისაზოგადოებაარაადამიანურმა სამუშაო პირობებმა ჭიათურის მაღაროში ამჯერად სამი შვილის მამა, 46 წლის კობა...

არაადამიანურმა სამუშაო პირობებმა ჭიათურის მაღაროში ამჯერად სამი შვილის მამა, 46 წლის კობა ჩაფიძე შეიწირა

Published on

ჭიათურის მაღაროში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ტრაგიკულად. – არაადამიანურმა სამუშაო პირობებმა ამჯერად სამი შვილის მამა, 46 წლის კობა ჩაფიძე შეიწირა – მას ტრაქტორმა გადაუარა. – ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში, გიორგი კაპანაძე ავრცელებს.

,,აღარ დასრულდა ტრაგედიები ჭიათურის მაღაროებში. ეს, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, მაღაროზე გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს”, – წერს გიორგი კაპანაძე “ფეისბუქზე”.
“ასეთი ტრაგედიები იმიტომ ხდება რომ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. კორუფციაში იხრჩობა ქალაქი და არავინ ზრუნავს მაღაროელებზე, რომლებიც ყოველდღიურად, საკუთარი სიცოცხლით რისკავენ იმისათვის რომ ოჯახი გამოკვებონ. მსგავსი ცინიკური მიდგომა წელსვე უნდა შეიცვალოს. მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ როგორც ღირსეული შემოსავალი, ისე უსაფრთხო სამუშაო გარემო” – ამბობს გიორგი კაპანაძე.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...