მთავარისიახლეებიპოლიტიკაკელი დეგნანი - მოვუწოდებ ყველა პარტიას დაეხმარონ საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ...

კელი დეგნანი – მოვუწოდებ ყველა პარტიას დაეხმარონ საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში

Published on

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს მოუწოდებს, საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში დაეხმარონ.

„საარჩევნო კამპანია, როგორც ხედავთ დაწყებულია და უკვე საკმაოდ დაძაბული რიტორიკაა შესამჩნევი. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოებას უკეთ გააგებინონ, როგორია მათი პლატფორმები ისეთ სააკითხებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა კოვიდ პანდემიის შემდეგ, ეს არის ის საკითხები, რომლის საფუძველზეც ამომრჩეველი უნდა წავიდეს არჩევნებზე და გააკეთოს კარგი არჩევანი საქართველოს მომავლისთვის,“- აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

მან პოლიტიკურ პარტიებს ასევე მოუწოდა, საარჩევნო რეფორმის ეფექტური და სრული განხორციელება უზრუნველყონ, რამაც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უნდა შეუწყოს ხელი.

„ასევე ძალიან მნიშველოვანია საარჩევნო რეფორმის ეფექტური და სრული განხორციელება, რათა შეიქნას საარჩევნო გარემო, სადაც არ ხდება ამომრჩევლის დაშინება, ამომრჩევლის მოსყიდვა და საქართველოში, ოქტომბერში ჩატარდეს ნამდვილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,“ – აღნიშნა ელჩმა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...