მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვინ დაარღვია ოპოზიციის შეთანხმება ?'' - ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების...

,,ვინ დაარღვია ოპოზიციის შეთანხმება ?” – ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

Published on

ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ” ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეკრება იმის მიმანიშნებელია, რომ ოპიზიციური ერთობა შეხვედრებს აგრძელებს.

ლევან თარხნიშვილმა ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისნის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ხატია დეკანოიძის დასახელებაზე და აღნიშნა, რომ ამ ქმედებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია.

“ევროპული საქაეთველო“ რჩება ერთგული იმ შეთანხმებისა, რომელიც მიღწეული იქნა. შესაბისად, ჩვენ მხარს დავუჭერთ გიორგი ვაშაძეს. აქ საუბარი არ არის პიროვნებებზე, არამედ საუბარია პროცესზე და შეთანხმების დაცვაზე. “ევროპული საქართველოს” აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან შეთანხმება არის დარღვეული. სამწუხაროა. ამას ჩვენი აზრით, არც მორალური და არც საქმიანი გამართლება არ აქვს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სხვა შეთანხმებები დაცული იქნება.ის, რომ დღეს აქ შეხვედრას ვმართავთ, იმის ერთ-ერთი მიმანიშნებელია, რომ ოპოზიციური ერთობა განაგრძობს შეხვედრებს. იქნება სხვა შეთანხმებებიც და იქნება ერთობაც“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

თავის მხრივ ,,ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ პარტია მხარს უჭერს საერთო ოპოზიციური ერთიანობის შექმნას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

თბილისში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება პირველმა გიორგი ვაშაძემ   დაარღვია. – ამბობს ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი – რაც შეეხება „ძალა ერთობიდან“ გასვლას, ამან რა თქმა უნდა, დააზიანა მისი შანსი, რომ მიიღოს ხმების ის რაოდენობა მაჟორიტარულ ოლქებში, რაც ივანიშვილის კანდიდატის დასამარცხებლად არის საჭირო. შესაბამისად, ჩვენ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ოლქს ნამდვილად ვერ დავუთმობთ ივანიშვილის კანდიდატს, გადავწყვიტეთ, რომ დავაყენოთ ჩვენი საკუთარი კანდიდატი, რომელიც დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ ოლქში ბიძინა ივანიშვილის   კონკურენტს დაამაცხებს“, რაც შეეხება სხვებს, ჩვენ  დღესაც მხარს ვუჭერთ შეთანხმებულ კანდიდატებს

,

სიახლეები

სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტელეწამყვანი და "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 დღით...

გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის წყვეტს

გამოცემა Saarbrücker Zeitung იუწყება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს ოფიციალურად 1975 წელს დაუძმობილდა,...

კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ღია წერილით მიმართავს...

შიო III დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქოდან...