მთავარისიახლეებისაზოგადოებასაბავშვო ბაღებში მშობლების შესვლა აიკრძალება

საბავშვო ბაღებში მშობლების შესვლა აიკრძალება

Published on

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან, საბავშვო ბაღებში კი ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან განახლდება.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, საბავშვო ბაღებში მშობლების შესვლა აიკრძალება. მისივე თქმით, ბავშვის მიღება და შემდგომი პროცედურები ბაღის თანამშრომლის მიერ მოხდება.

ასევე, ფერაძის განცხადებით, გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი იზოლაციის ოთახი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე აღსაზრდელს ან მომუშავე პერსონალს ტემპერატურა დაუფიქსირდება. პერსონალისთვის ბავშვებთან ურთიერთობის შესაბამისი სწავლების ჩატარებაც იგეგმება.

“წესდება, ასევე, შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელმა დაწესებულებიდან ბავშვის გამოყვანის თაობაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა დარეკოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან. ბავშვების რაოდენობა თითოეულ ჯგუფში დაბალანსებული უნდა იყოს”, — განაცხადა ფერაძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, განსაზღვრულია შესაბამისი რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებით. ჭურჭელი 37 º-ზე უნდა გაირეცხოს.

აგრეთვე, იკრძალება სათამაშოების სახლიდან წაღება. აკრძალულია ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექცია რთულად ხდება. ფერაძის განმარტებით, ბაგა-ბაღებში აუცილებელ შეზღუდვებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით დეტალურ პროტოკოლს მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებენ.

მისივე განცხადებით, შრომის ინსპექცია როგორც სკოლების, ასევე, ბაღების შემოწმებას იწყებს და მათი ფუნქციონირების განახლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე მოხდება.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...