დაბა მესტია და ლენჯერი 2 სექტემბრიდან გაიხსნება- ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გაავრცელა,
საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე სუსის უფროსის მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით 2 სექტემბრამდე, ინტენსიურად გაგრძელდება ტესტირების რეჟიმი.
“2 სექტემბრამდე გაგრძელდება ინსტესიური ტესტირების რეჟიმი, რომელიც ხელს შეუწყობს პრევენციას”, — განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
კორონავირუსის გამო, მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდული იყო. ამასთან, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს ჰქონდათ