მთავარისიახლეებიპოლიტიკასაბავშვო ბაღები და თეატრები 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლები და კინოთეატრები კი 15 სექტემბრიდან...

საბავშვო ბაღები და თეატრები 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლები და კინოთეატრები კი 15 სექტემბრიდან გაიხსნება

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საბავშვო ბაღები და თეატრები 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლები და კინოთეატრები კი 15 სექტემბრიდან გაიხსნება.  

“კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან.” – დაწერა გახარიამ Facebook-ზე. 

1

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, მაყურებელი ნიღბებით უნდა იყოს. ასევე დამსწრეები დარბაზში თითო სკამის გამოტოვებით განთავსდებიან.

გარდა ამისა, თეატრის შემთხვევაში განისაზღვრა დარბაზში მაყურებლის შეშვების და თავად მისი სპექტაკლის ხანგრძლივობის ზედა ზღვარი.

“ეს იქნება სამი საათი, რაც მოიცავს მომხმარებლის როგორც შენობაში შესვლის, ისე მისი დატოვების პროცესს. ღონისძიება უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე” – თქვა ფერაძემ.

სიახლეები

სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტელეწამყვანი და "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 დღით...

გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის წყვეტს

გამოცემა Saarbrücker Zeitung იუწყება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს ოფიციალურად 1975 წელს დაუძმობილდა,...

კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ღია წერილით მიმართავს...

შიო III დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქოდან...