მთავარისიახლეებიპოლიტიკაალექსეი ნავალნი მოწამლეს - ბერლინის კლინიკის ლაბორატორიული კვლევები

ალექსეი ნავალნი მოწამლეს – ბერლინის კლინიკის ლაბორატორიული კვლევები

Published on

ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკა Charite-ის ინფორმაციით, სამედიცინო გამოკვლევები მიანიშნებს, რომ ალექსეი ნავალნი, „როგორც ჩანს მოწამლეს“.

მათივე ინფორმაციით, ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ქიმიური პრეპარატების ჯგუფს განეკუთვნება, თუმცა ზუსტი ნივთიერება ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

„კლინიკური კვლევები მიანიშნებს მოწამლვაზე, საშუალებით, რომელიც განეკუთვნება აქტიური ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით – ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები“ , – ნათქვამია ექიმების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შხამის მოქმედება ორგანიზმზე სხვადასხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ დადასტურდა. ექიმები დამატებით უფრო ღრმა კვლევას იწყებენ.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციაში რჩება და კვლავ ხელოვნურ კომაშია.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის ქალაქ ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა, სადაც რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, პრესკონფერენცია გამართეს და მოწამლვის ვერსია გამორიცხეს. რუსი ექიმები ირწმუნებიან, რომ ლაბორატორიული კვლევებით ქიმიური-ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც შეიძლება შხამად შეფასდეს, არ გამოვლენილა.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს, როდესაც ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა. მოგვიანებით, ნავალნი ბერლინში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...