მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის ქალია, რომლის ინფიცირების წყარო...

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის ქალია, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია

Published on

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1421 დადასტურებული შემთხვევაა. 1137 ადამიანი კი გამოჯანმრთელებულია.

კარანტინის რეჟიმშია 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ექიმ-რეანიმატოლოგის, ივანე ჯავახიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი, 87 წლის ქალი კლინიკაში შეყვანის დღიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი კორონავირუსის დადასტურების შემდეგ რუსთავის სამედიცინო ცენტრიდან გადაიყვანეს და მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა 29 ივლისიდან, დიაგნოზებით: კოვიდვირუსული ინფექცია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია. ქალს აღენიშნებოდა თანმხლები ქრონიკული პათოლოგიები – გულის ქრონიკული უკმარისობა, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა სარქოვანი პათოლოგია. პაციენტი მკურნალობის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მკურნალობის განმავლობაში უტარდებოდა სათანადო კვლევები და კონსულტაციები, თუმცა დინამიკაში ავადმყოფს აღენიშნა მარჯვენა ბარძაყის არტერიის ანევრიზმის რუპტურა, ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა. პოსტოპერაციულად პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა თავისი ქრონიკური დაავადებებიდან გამომდინარე და სამწუხაროდ, დღეს დილით ქალბატონი გარდაიცვალა“,- განაცხადა ექიმ-რენიმატოლოგმა ივანე ჯავახიშვილმა.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...