მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტიის მუნიციპალიტეტში 571 -მა მოქალაქემ საკარანტინო სივრცე დატოვა

მესტიის მუნიციპალიტეტში 571 -მა მოქალაქემ საკარანტინო სივრცე დატოვა

Published on

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 571 -მა მოქალაქემ საკარანტინო სივრცე დატოვა.

მისივე თქმით, კარანტინში რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება, მათთვის კი საკარანტინო რეჟიმი 27 აგვისტოს სრულდება.

“ბოლო სამი დღის განამვლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში აქტიური განმეორებითი ტესტირება მიმიდინარეობს, როგორც კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა, ასევე, თვითონ ლენჯერის თემში მყოფი მოსახლეობის. ბოლო სამი დღის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში 1216 პირია გამოკვლეული. აქედან 357 ლენჯერში, ასევე კარანტინიდან 571 ადამიანი, თვითიზოლაციაში მყოფი 56 ადამიანი, დაცვის პოლიციის 75 თანამშრომელი, სამაშველო სამსახურის 82, სასაზღვრო პოლიციის 26 და ასევე, დაბა მესტიის საავადმყოფოს 46 თანამშრომელი. ლენჯერის თემში განმეორებითი კვლევებისას ჩვენ კიდევ 7 ახალი შემთხვევის იდენტიფიცირება მოვახდინეთ, ჯამში კი, ლენჯერის თემსა და მის გრეთ 11 შემთხვევა აღმოჩნდა. უმეტესობა გადაყვანილია სამკურნალოდ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ზოგადად ეპიდემიოლოგიურ სურათს, გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 1421 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

“დილის 09:00 საათისთვის, გვაქვს 10 ახალი შემთხვევა. ამ 10-დან 2 მიეკუთვნება ლენჯერის კლასტერს, 2 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 5 არის იმპორტირებული, ძირითადად საკარანტინო სივრცეებში იდენტიციფიცირებული და აქედან ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთ შემთხვევაში მიმდინარეობს ეპიდკვლევა. გარდაცვლილია 17 ადამიანი და ბოლო სამი კვირის განმავლობაში ეს მონაცემი არ შეცვლილა, რაც კარგია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

სიახლეები

კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ღია წერილით მიმართავს...

შიო III დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქოდან...

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს 30...

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...