მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში დაგეგმილი საქველმოქმედო საღამო 26 აგვისტოს გაიმართება

ზუგდიდში დაგეგმილი საქველმოქმედო საღამო 26 აგვისტოს გაიმართება

Published on

ზუგდიდში საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 25 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიება ერთი დღით გადაიდო და 26 აგვისტოს გაიმართბა, გადაწყვეტილება ჯგუფმა საქართველოში შატილის ტრაგედიის გამო მიიღო, რადგან ქვეყანაში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე საქველმოქმედო საღამო “იმედის სივრცე- იზრუნე თანატოლზე” გაიმართება. კონცერტის დაწყებამდე გაიხსნება გამოფენა-გაყიდვის პავილიონი, სადაც ხელთნაკეთი ნივთები განთავსდება.  საქველმოქმედო საღამოზე  მონაწილეობენ ადგილობრივი  მუსიკალური შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე პოეტები, მათ შორის, თემურ ელიავა. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სოფელ კოკში მცხოვრებ 7 სულიან სოციალურად დაუცველ ოჯახს.

დასაწყისი 17:00 საათზე

სიახლეები

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...

თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ181 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...

ბოლნისში სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის...