მთავარისიახლეებიმსოფლიო30-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი ვილნიუსში, ბელარუსის მხარდასაჭერად

30-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი ვილნიუსში, ბელარუსის მხარდასაჭერად

Published on

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მხარდასაჭერად ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში 30-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა.

აქციაში ლიტველი პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე და მოქმედი პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა.

“30 წლის წინ ლიტველებმა შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი თავის ლატვიელ და ესტონელ ძმებთან ერთად. ბალტიის გზით, ჩვენ გიგზავნით თავისუფლების მესიჯს. დღეს ბელარუსი ხალხი მსოფლიოს აჩვენებს თავის ნებას: მათ სურთ, იყვნენ თავისუფლები”. – დაწერა ნაუსედამ ტვიტერზე.

“ჩვენ ვდგავართ #ბალტიის გზაზე, რათა მხარი დავუჭიროთ ბელარუს ხალხს მათი თავისუფლებისთვის ბრძოლაში”. – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.

ბელარუსში მე-15 დღეა, ალექსანდრ ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები იმართება.

“მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის!” – ამ ლოზუნგით ჩატარდა აქცია მინსკსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში.

მინსკის კათოლიკურმა ეკლესიამ პროტესტის მონაწილეთა ჩავლისას საზეიმო ზარები დარეკა.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ მანამდე, სანამ არ შესრულდება სამი მოთხოვნა – ყველა დაკავებულის და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულის გასამართლება და ლუკაშენკოს გადადგომა.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტივ ბიგენს, ლიტვაში 24 აგვისტოს შეხვდება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...