მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეიდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

დღეიდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

Published on

კარანტინის 12-დღიანი პერიოდი სვანეთში, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა მუნიციპალიტეტის სხვა ყველა სოფელში დასრულებულია. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 19 აგვისტოს სხდომაზე მიიღო. 

მიმდინარე კვლევების გათვალისწინებით, საკარანტინო შეზღუდვები დროებით ნარჩუნდება დაბა მესტიასა და ლენჯერში, თუმცა ეს საკითხი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად გადაიხედება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, დღეს მესტიაში ეპიდემიოლოგთა 18 კაციანი ჯგუფი იმუშავებს, ასევე, განმეორებითი ტესტირება დღეს იგეგმება 500 პირისთვის.

საკარანტინო სივრცეებში მყოფი ადამიანები მას შემდეგ შეძლებენ საკარანტინო ზონებია დატოვებას, რაც განმეორებითი ტესტების პასუხები ცნობილი გახდება. ამ დრომდე მასიური თერმოსკრინინგი 2000-მდე პირს ჩაუტარდა. მესტიაში საკარანტინო შეზღუდვები 10 აგვისტოს დაწესდა.

დასახლებებში, სადაც შეზღუდვები კვლავ ძალაშია ინტენსიური ტესტირება გრძელდება. თითქმის 2 კვირის განმავლობაში მესტიაში სულ 49 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...