მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება 21 აგვისტოდან დაიწყება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება 21 აგვისტოდან დაიწყება

Published on

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება ხვალიდან დაიწყება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან, 21 აგვისტოდან იხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლისთვის, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერის თემისა.

„განმეორებითი ტესტირება, ვადის მიხედვით, 21 აგვისტოს უწევს. ხვალიდან დაიწყება ლენჯერის თემში, ჩაკეტილ სივრცეში მცხოვრებლების, მიზნობრივი ჯგუფების ტესტირება. ასევე, ვისაც საკარანტინო სივრცის დატოვება 21 რიცხვში უწევს, მათი ტესტირებაც დაიწყება ხვალიდან,“ – განაცხადა ვიბლიანმა.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის შეზღუდულია გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან, რაც გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. აღნიშნული შეზღუდვა 21 აგვისტოდან უქმდება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლისთვის, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...