მთავარისიახლეებისაზოგადოებანინო ვიბლიანი - 21 აგვისტოდან იქნება შესაძლებლობა, რომ მესტიასა და ლენჯერს შორის...

ნინო ვიბლიანი – 21 აგვისტოდან იქნება შესაძლებლობა, რომ მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნას, ერთი ჩაკეტილი სივრცე იქნება

Published on

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 21 აგვისტოდან ლენჯერი და მესტია ერთი ჩაკეტილი სივრცე იქნება , – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განაცხადა.

„ მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაკეტილი სივრცე იყო და ორი გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა. იგეგმება პირველი გამშვები პუნქტის მოხსნა. საკარანტინო 12- დღიანი ვადა გადის 21 აგვისტოს. მუნიციპალიტეტის ქვედა ზონაში ტესტირების პასუხები უარყოფითია და კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, იხსნება ქვედა ზონა. რაც შეეხება ზედა ზონას, ახლა იქნება შესაძლებლობა, რომ მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნას. ლენჯერი და მესტია ერთი ჩაკეტილი სივრცე იქნება“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

მისივე თქმით, PCR კვლევა ჩაუტარდება კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებსაც COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ.

„დღეს მუნიციპალიტეტში მასიური თერმოსკრინინგი დაიწყო და სრულად მოიცავს მუნიციპალიტეტს. თერმოსკრინინგი მუნიციპალიტეტში 2-3 დღის განმავლობაში სრულად იქნება ჩატარებული. რაც შეეხება PCR კვლევებს, ეს კვლევა ჩატარდება კონკრეტულად იმ პირებზე, რომლებსაც COVID-ის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...