მთავარისიახლეებისაზოგადოებაბერტა ფონ ზუტნერის პრემიის ნომინანტები ცნობილია

ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის ნომინანტები ცნობილია

Published on

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020 – ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნომინირებლნი არიან:

ხათუნა გარგულია, გალის რაიონის სოფელ საბერიოს ექიმი.
წარმდგენი: შპს ენგურჰესი / მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD)

🟣 იულია ხარაშვილი, დევნილ ქალთა ასოციაცია “თანხმობის” თავმჯდომარე.
წარმდგენი: მარინა ფოჩხუა

🟣 ციცინო ელიკაშვილი, გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული.
წარმდგენი: რუსუდან კილაძე

🟣 ეკატერინე მინჯორაია, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის (NCCE) ხელმძღვანელი.
წარმდგენი: ზუგდიდის ქალთა კლუბი

🟣 პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი, ექსპერტი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.
წარმდგენი: გიორგი კანაშვილი

🟣 ხათუნა გოგუა, არასამთავრობო ორგანიზაცია “აფხაზეთი ჩემის” თავმჯდომარე.
წარმდგენი: მარინა ზუხბაია

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობებში ვკითხულობთ, ბერტა ფონ ზუტნერის 2020 წლის მშვიდობის პრემიის მიზანია ხაზი გაუსვას ჰუმანიტარული საქმიანობის მნიშვნელობასა და ხელი შეუწყოს ამ პროცესში ჩართული ადამიანების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.

ბერტა ზუტნერი დღეს ცნობილია, როგორც ავსტრიელი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი, მშვიდობის ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი, რომელიც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა.

ის პირველი ქალია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში.

გასულ წელს ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია საქართველოშიც დაფუძნდა, ამ პროექტის ფარგლებში ითარგმნა ქართულ ენაზე ბერტას რომანი „ძირს იარაღი!“.

1999 წელს ქართულ ენაზე გამოცემული ბერტა ფონ ზუტნერის მემუარები – „ქართველებთან და საქართველოში“ დაცულია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...