მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელი აუტისტური სპექტრის მქონე 14 წლის თამარ ჯაბუა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა

ზუგდიდელი აუტისტური სპექტრის მქონე 14 წლის თამარ ჯაბუა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა

Published on

ონლაინ საერთაშორისი ფესტივალ-კონკურსი ,,ვარსკვლავები მშვიდობისათვის-2020″,-ის ლაურეატი ზუგდიდელი თამარ ჯაბუა გახდა. კონკურსი ზურაბ ბილანიშვილის ორგანიზებით ჩაატრადა. კონკურსში 8 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. იყვნენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე გუნდები, ქორეოგრაფიული ჯგუფები. თამარმა, როგორც სოლო შემსრულებელმა, აიღო მესამე ადგილი. “კონკურსის შესახებ გავიგეთ ბოლო დღეს და მოულოდნელად ჩავერთეთ. გავაგზავნეთ მეგრული ,,ვაგიორქო მა””…. მანამდე, ზამთარში, ასევე შესარჩევი ეტაპი გავიარეთ უკრაინაში გასამართ ფესტივალ-კონკურსზე ,,ოქროს ფრინველი,”. კონკურსი უნდა გამართულიყო 2-5 აპრილს და ვემზადებოდით, თუმცა პანდემიის გამო შემოდგომამდე გადადეს, თამარი კი მთელი 4 თვე სახლიდან არ გამოსულა…. ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებამ ის გაახალისა,მართალია ონლაინ იყო, მაგრამ უხარია რომ ულოცავენ…მეც მომეცა სტიმული და ძალა მეტის გაკეთების და თამარიც მეტი პასუხისმგებლობის გრძნობითაა…უკრაინაში რომ გადაიდო წასვლა ,გულდაწყვეტილი იყო…არ იყო ადვილი ამ ყველაფრის ახსნა, პანდემიას ხომ ჩვენც არ ველოდით. ..აქამდე სკოლის ღონისძიებებზე თუ გამოსულა და ისე თავისთვის მღერის, იუთუბიდან სწავლობს სიმღერებს, ინდივიდუალური მასწავლებელი არც გვყავს…” – უთხრა “ოდიშინიუსს” თამარის დედამ ნესტან ბეჭვაიამ.

თამარი პატარაობიდან მღერის, ის აუტისტური სპექტრის მქონე 14 წლის მოზარდია.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...