მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციური პარტიები საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილის, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ

ოპოზიციური პარტიები საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილის, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ

Published on

საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება. განცხადება ამის შესახებ მედიასთან, “ლეობორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე, “ლეობორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

“ცხელი ზაფხულითა და მძიმე ამბებით დაზაფრული ჩვენი საზოგადოება გვინდა გავახაროთ. ეს მაინც მოხდა – ოპოზიცია დედაქალაქში მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმდა სრულად და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რეჟიმს დედაქალაქი დაკარგული აქვს,”- განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტი უპრეცედენტოა და ის საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე მიღებულ იქნა დეკლარაცია ოპოზიციური ხმების დაცვაზე.

შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება და ოპოზიციური პარტიების ლიდერები დეკლარაციის ტექსტის დეტალებს აზუსტებენ.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...