საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 10-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში 1351 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მონაცემები ცოტა ხნის საიტზე stopcov.ge შეიცვალა. უცვლელია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი რიცხვი კვლავ1092-ია. გარდაცვლილია 17 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის – 7597, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 249 პაციენტი იმყოფება.