მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაციონალური მოძრაობა" შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განმარტებებს ავრცელებს

“ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განმარტებებს ავრცელებს

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც მარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში უნდა ჩატარდეს, მონაწილეობას არ მიიღებს. ამი შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში 31 ოქტომბერს დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, რაც ნიშნავს, რომ არ წარადგენს კანდადატებს და არ დანიშნავს წევრებს საარჩევნო კომისიებში. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჩვენ უკვე გავაცანით საზოგადოებას: ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, ოჯახების გაღარიბების შეჩერებას, სწორი პოლიტიკის გატარებას და ქვეყნის წინსვლას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა სჭირდება არა მხოლოდ 2 საარჩევნო ოლქში, არამედ მთელ საქართველოში. იმავდროულად, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, რათა გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფასო საეთერო დრო, რათა საზოგადოებას კარგად გააცნოს 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადების ზემოაღნიშნული მიზეზები" – აღნიშნულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის შესაბამისი რეგისტრაცია გაიარა. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ „ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიასთან“ ბლოკის სახით იქნება წარმოადგენილი, ხოლო პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე დამოუკიდებლად. პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 31 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, #11 საგარეჯოს და #65 მარტვილის ოლქებში ჩატარდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.

სიახლეები

მერცის თქმით, ის და ტრამპი ერთ პოზიციაზე არიან ირანის რეჟიმის ჩამოშორების საკითხში

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ერთსა და...

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...