მთავარისიახლეებისაზოგადოებაI-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილის ჩატარება სასკოლო სივრცეში სავალდებულო იქნება

I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილის ჩატარება სასკოლო სივრცეში სავალდებულო იქნება

Published on

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს როკომენდაციების მიხედვით, I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ჩატარება სასკოლო სივრცეში სავალდებულო იქნება.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, სკოლაში აუცილებელი იქნება 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა, შენობაში შემსვლელი ყველა პირი ვალდებული იქნება დეზობარიერი და თერმოსკრინინგი გაიაროს, ასევე, მოსწავლეების გარდა ყველა ვალდებული იქნება შენობაში ატაროს პირბადე.

რაც შეეხება სკოლას, სამინისტრო მათ საშუალებას აძლევს თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები); განსაზღვროს საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო და შეიტანონ მათ გრაფიკში ცვლილებები.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...