მთავარისიახლეებისაზოგადოებაპაატა ბურჭულაძე: "ღვთისმშობლის კვართი მახათას მთაზე მხოლოდ ერთი დღით იქნება დაბრძანებული"

პაატა ბურჭულაძე: “ღვთისმშობლის კვართი მახათას მთაზე მხოლოდ ერთი დღით იქნება დაბრძანებული” [Video]

Published on

„ეს იქნებოდა ალბათ კარგი, თუ ამას მოჰყვება მეგრელი ხალხის ნება და სურვილი, რომ ერთი დღის ჩამოებრძანებინათ და დაესვენებინათ“ – ასე გამოეხმაურა დღეს პაატა ბურჭულაძე გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ შესაძლოა ღვთისმშობლის კვართმა ზუგდიდან მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე ტაძარში დაასვენონ. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოების მყისიერი რეაქცია მოჰყვა. მათი თქმით, ღვთისმშობლის შესამოსელის ზუგდიდან თბილისში გადატანა ყოვლად დაუშვებელია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ქადაგების საწინააღმდეგოა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2007 წელის 15 ივლისს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას განაცხადა, რომ ღვთისმშობლის კვართი უნდა ყოფილიყო ზუგდიდში. "თბილისში გაკეთდა მოსათავსებელი ლუსკუმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პერანგისა და დღეს, ჩვენ დავასვენეთ ამ ჭურჭელში, ლუსკუმაში და ამიერიდან ეს ლუსკუმა თავისი პერანგით და წმინდა ნაწილებით იქნება აქ, ზუგდიდში და დღესასწაულებზე გვექნება საშუალება ვემთხვიოთ. "- ბრძანა პარტრიარქმა. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ღვთისმშობლის კვართი როგორც ქრისტიანული სიწმინდე, ასევე ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობაა და მას როგორც ზუგდიდი, ასევე მთლიანად სამეგრელო ძალიან უფრთხილდება მას. 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...