მთავარისიახლეებისაზოგადოებადაიწყება თუ არა ქართულ მედიაში მასშტაბური გადაადგილებები

დაიწყება თუ არა ქართულ მედიაში მასშტაბური გადაადგილებები

Published on

ახალი სეზონიდან ქართულ ტელეკომპანიებში მასშტაბურ გადაადგილებებს ვარაუდობენ. გარვცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედიდან წასული ინგა გრიგოლია “TVS”-ზე გადადის, ხოლო იმედში, მის ადგილმონაცვლედ რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტის ნანა ლეჟავას კანდიდატურა განიხილება. საუბარია ასევე ქრონიკის წამყვან თეა სიჭინავაზე. გავრცელებული ინფორმაციით, იმედზე მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად შესაძლოა ტელეკომპანია მაესტროს მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილი  წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი დაინიშნოს. ნანა ლეჟავა აღნიშნულს არ ადასტურებს, თუმცა კულუარებში საუბრობენ, რომ ჟურნალისტი იმედის გენერალურ დირექტორთან გიორგი ბახტაძესთან მეგობრობს და დიდი შანსია სწორედ ლეჟავა გახდეს იმედზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი. ცვლილებები შესაძლოა შეეხოს იმედის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ქრონიკას. კულუარებში ამბობენ, რომ აღნიშნულ პოსტზე მოამბის წამყვანი თამთა სანიკიძე განიხილება, თუმცა აღნიშნულს არ ადასტურებს თავად ჟურნალისტი. ცვლილებებია საზოგადოებრივ მაუწყებელში. არხის თოქ-შოუს წამყვანი ეკა მიშველაძე ტელევიზიიდან იმ მოტივით გაუშვეს, რომ ის პოლიტიკოსის, ალექსი პეტრიაშვილის მეუღლეა. ვინ შეცვლის მიშველაძეს ამ დრომდე უცნობია, თუმცა სავარაუდო კანდიდატურები უკვე ვრცელდება. საუბარია თამარ ჩიქოვანზე და სალომე ასათიანზე. სად წავა ეკა მიშველაძე ჯერ უცნობია. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გააქტიურებას აპირებს ტელეკომპანია „იბერია“. საუბრობენ, რომ არხზე თოქ-შოუს მაკა რაზმაძე წაიყვანს, ხოლო ინგა გრიგოლიას გუნდის ძირითადი ბირთვი სწორედ ამ არხზე გადავა. რაც შეეხება ინგა გრიგოლიას, მიუხედავად არაერთი შემოთავაზებისა, არსებული ინფორმაციით ის ტელეკომპანია TVS-ზე გადადის.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...