მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალში დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივი ფოტოგრაფი ძმების კვეკვესკირების სახლი დაწვეს, სოხუმში -...

გალში დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივი ფოტოგრაფი ძმების კვეკვესკირების სახლი დაწვეს, სოხუმში – დეპუტატობის კანდიდატის ავტომანქანა

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში  ბოლო დროს მოხშირებული ხანძრების ქრონიკას 16-17 მარტს კიდევ ორი შემთხვევა დაემატა.
 
წუხელ ღამით,  ოკუპირებულ ქალაქ გალში დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივი ფოტოგრაფი ძმების  კვეკვესკირების სახლი დაწვეს. – ცნობას ამის შესახებ  "პირველი" ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 
მათი  ინფორმაციით, ძმების სახლს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შემდეგაც სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათი ვარაუდით,  ინციდენტის მიზეზი  პირად შურისძიებააა
აფხაზურ ე.წ. მილიციას შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებია. 
 
გუშინწინ, დაახლოებით 21:00 საათზე  დაიწვა ოკუპირებული აფხაზთის ე.წ.პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის ბათალ აიბას ავტომანქანა, რომელიც მის საარჩევნო შტაბთან, დარსალიასა და ძიძარიას ქუჩების კუთხეში  იყო პარკირებული. დაუდგენელმა პირებმა მანქანს ბენზინი წაუკიდეს და ცეცხლი წაუკიდეს.  აალებულ მანქანაში ამ დოს არავინ იმყოფეოდა და, შესაბამისად, მსხვერპლი არ არის. სოხუმის პროკურორი რუსლან თირქბა საააგენტო  ТАСС –   ის კორესპონდენტთან საუბარში აცხადებს, რომ დაწყებულია გამოძიება. განიხილება ორი სამუშაო ვერსია – ცეცხლის განზრახ წაკიდება და თვითაალება''.  
ბათალ აიბა კენჭს იყრის სოხუმის მეოთხე საარჩევნო ოლქში. 12 მარტს გამართული არჩევნების შედეგებით იგი გასულია მეორე ტურში, რომელიც 26 მარტს გაიმართება. მის კონკურენტია სომეხი ეროვნების კანდიდატი ერიკ რშტუნი. ამან კიდევ უფრო დაძაბა ისედაც გართუბული ურთიერთ აფხაზებსა და სომხებს შორის. 
 

 

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...