მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოში "ტყის ძმების“ ლიდერის, დავით შენგელიას დაჯგუფების წევრი დააკავეს

სამეგრელოში “ტყის ძმების“ ლიდერის, დავით შენგელიას დაჯგუფების წევრი დააკავეს [Video]

Published on

ზუგდიდისა და ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ლევან ძაძუა დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება ბრალად. გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

ლევან ძაძუა წარსულში კონტრაბანდისთვისაა ნასამართლევი. რამდენიმე თვის წინ კი, ის ოკუპირებული რეგიონიდან, არალიცენზირებული სიგარეტის გადმოტანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისთვის დააკავეს და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

ძაძუა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული უკვე მეხუთე პირია, რომელიც ბოლო 15 დღეში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დააკავეს.

ის „ტყის ძმების“ ლიდერის, დავით შენგელიას დაჯგუფების წევრი და მამა-შვილ შენგელიებთან დაახლოებული პირია.

სამეგრელოში ჩატარებულ სპეცოპერაციას წინ უძღოდა თბილისში, ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ე.წ. კანონიერი ქურდის, ზურაბ დგებუაძის ბიძაშვილის, კახაბერ დგებუაძის დაკავება.

ლევან ძაძუა ამჟამად თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...