მთავარისიახლეებისაზოგადოებაშოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროფესიული პროგრამების...

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღე გაიმართა [Video]

Published on

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებაზე პროფესიული განათლების მსურველები  აგრარული პროფილის დუალურ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ, რომლებიც მათ სწავლებასთან ერთად ანაზღაურებად დასაქმებას და კარიერულ განვითარებას სთავაზობს. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის აპლიკანტებს მებაღეობისდუალურ პროფესიულ პროგრამაზე მიიღებს. სწავლების პარალელურად სტუდენტები შეძლებენ სამუშაო გამოცდილების მიღებას ან/და კვალიფიკაციის ამაღლებას პარტნიორ საწარმოებში. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროგრამები აგრო სფეროთი დაინტერესებულ აპლიკანტებს შესაძლებლობას აძლევს  დაეუფლონ პროფესიას სოფლის მეურნეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით, მოიპოვონ სახელმწიფოს სრული დაფინანსება და სწავლის პარალელურად დასაქმდნენ პარტნიორ საწარმოებში. 

დუალური მიდგომით შემუშავებული პროფესიული პროგრამები ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების და პარტნიორი საწარმოების მხარდაჭერით, რომელსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია “GFA” და სექტორული უნარების ორგანიზაცია “აგრო-დუო”.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...