მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველო იმ ქვეყნებს შორის სახელდება, სადაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტადაა...

საქართველო იმ ქვეყნებს შორის სახელდება, სადაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტადაა გავრცელებული

Published on

ტოქსიკური სიმართლე: ტყვიასთან შეხება ბავშვების მთელი თაობის პოტენციალს ემუქრება – ამ სათაურით გამოქვეყნებულ იუნისეფის ახალ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნებს შორის სახელდება, სადაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტადაა გავრცელებული. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ პირველად შედგენილ გლობალურ ანგარიშში, საქართველოს შესახებ მონაცემები ეფუძნება 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებულ მასშტაბურ კვლევას.

2018 წელს, სექტემბრიდან დეკემბრამდე ინტერვალში, 1 578 ქართველ ბავშვს აუღეს სისხლის ანალიზი. მათ შორის, 41%-ს აღმოაჩნდა სისხლში ტყვია 5 მკგ/დლ (მიკროგრამი/დეცილიტრზე) ან კიდევ უფრო მაღალი რაოდენობით. აქედან 25%-ს ჰქონდა 5-10 მკგ/დლ; 16%-ს – 10 მკგ/დლ-ზე მეტი. საუბარია 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ეს მონაცემი განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 10-ჯერ აღემატება.

ტყვია ნეიროტოქსინია, ასევე – კანცეროგენული ნივთიერება და მისი დასაშვები ნორმა არ არსებობს. 5 მკგ/დლ არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც, ადამიანს ექიმის მეთვალყურეობა ესაჭიროება. ტყვიასთან შეხებას ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის დაზიანება შეუძლია. იმის გამო, რომ ტყვიასთან შეხების შემდეგ პაციენტს გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება, მოწამვლა ძალიან ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

ტყვიასთან მინიმალურ შეხებასაც კი შეუძლია ბავშვის ჯანმრთელობის და კოგნიტური განვითარების დაზიანება. ის ასოცირდება დაბალ ინტელექტთან, ყურადღების მობილიზების პრობლემებთან, მოგვიანებით – ძალადობრივ და კრიმინალურ ქცევასთანაც კი. ეს ყოველივე ადამიანის შემოქმედებით უნარებზე და საბოლოო ჯამში, მის პროდუქტიულობაზეც აისახება. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ 5 წლამდე ასაკის ბავშები არიან.

ტყვიასთან ხანგრძლივ შეხებას ჰაერით, წყლით ან საკვებით, შეუძლია სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ტყვიით მოწამვლას დედამიწაზე 900 000-მდე ნაადრევ სიკვდილს უკავშირებენ.

იუნისეფის ანგარიში

დედამიწაზე 800 მილიონამდე ბავშვია ტყვიით მოწამლული. ზოგი მდიდარი ქვეყნის ღარიბ დასახლებებში ცხოვრობს, თუმცა უმრავლესობა მაინც ღარიბი ქვეყნიდანაა. იუნისეფის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ტყვიის მაღალი დონე ყოველ მესამე ბავშვში აღინიშნება (5 მკგ/დლ და ზევით).

ტყვიით მოწამლული ბავშვების უმრავლესობა აფრიკაში და აზიაში ცხოვრობს, თუმცა ბევრია აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშიც – ამბობს კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი ნიკოლას რისი. ის გაეროს ბავშვთა ფონდში კლიმატის, ენერგიის და გარემოს დაცვის პოლიტიკის სპეციალისტია.

ბავშებმა შეიძლება ტყვია მშენებლობის მტვერთან ერთად შეისუნთქონ, ხელით შეეხონ ზერელედ გადაყრილ აკუმულატორებს, ეძინოთ ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილ შენობაში, ითამაშონ დაბინძურებული პლასტმასის სათამაშოებით, საჭმელი მიიღონ ჭურჭლიდან, რომელშიც ტყვიაა, ან მათ საკვებშივე იყოს ტოქსიკური ნივთიერება.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...