მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი ბაქოში

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი ბაქოში

Published on

დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი  ბაქოში
 დღეს, გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ბაქოს მე-5 გობალური ფორუმის „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი“ მუშაობაში, რომლის მთავარ განსახილველ საკითხებს შორისაა  ევროპის მომავალი და პოპულიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის.
ფორუმის გახსნის ცერემონიალზე გიორგი მარგველაშვილი  50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს მიმართავს სიტყვით , იგი ისაუბრებს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს როლზე საერთაშორისო ურთიერთობებში და მის მნიშვნელობაზე
 
 პრეზიდენტის ადმინისტრაცის ცნობით,გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან. 
 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აკადემიაში, საქართველოს პრეზიდენტისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონიაც გაიმართება. 
 
ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.
 
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.
 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...