მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმში, ერთ-ერთი საწარმოს მიერ ნაქირავებ ტერიტორიაზე 2 637 430 ტყვია აღმოაჩინეს

სოხუმში, ერთ-ერთი საწარმოს მიერ ნაქირავებ ტერიტორიაზე 2 637 430 ტყვია აღმოაჩინეს

Published on

სოხუმში, ერთ-ერთი საწარმოს მიერ ნაქირავებ ტერიტორიაზე სხვადასხვა კალიბრის 2 637 430 ტყვია აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპირესი“ წერს აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ზე დაყრდნობით.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა საწარმო KASKAD-M-ის მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე “ოპერატიული ინფორმაციის” საფუძველზე გამოიკვლიეს მეტალის სატვირთო კონტეინერები, სადაც ხის ყუთებში შენახული ტყვიები იპოვეს.

დე ფაქტო შსს-ს ცნობითვე, ტყვიები ექსპერტიზისთვის გაიგზავნა და მიმდინარეობს შემოწმება, რომლის შედეგების მიხედვით მიღებული იქნება „პროცესუალური გადაწყვეტილება“.

კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, KASKAD-M სამშენებლო მასალებით ვაჭრობს.

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...